ცხოველთა მონიტორინგის გაკვეთილი ეკო კლუბის წევრებისათვის
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 156-ე საჯარო სკოლაში ეკო კლუბის წევრ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან შინაური კომპანიონი ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და ერთმანეთს ქუჩის ცხოველებზე მზრუნველობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ბავშვებმა მეპატრონეების პასუხისმგებლობაზე, ცხოველების მიტოვების პრობლემასა და მიუსაფარი ცხოველების საჭირობებზე იმსჯელეს.
გაკვეთილის ბოლოს სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, საქველმოქმედო საქმიანობის წახალისების მიზნით, სერტიფიკატები გადასცეს და მიანიჭეს სტატუსი - "ცხოველების მეგობარი".
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დარეკეთ ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.