სიახლეები
17 აპრილი
2023

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა რკინა-ბეტონის კონსტრუქციისა ქვეშ ჩაცვენილი ლეკვები ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გიორგი სააკაძის ქუჩა N191-ის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციისა და სინკარების ქვეშ ჩაცვენილი ლეკვები ამოიყვანეს.
მაშველებმა დაახლოებით 5 ტონა სიმძიმის კონტრუქციის ქვეშ შეძრომა მოახერხეს და ლეკვები უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
 
ლეკვების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აიღო, რომელიც აქამდეც ზრუნავდა მათზე.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.
შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424