ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქის მასშტაბით საინფორმაციო დაფები განათავსა
ძაღლის გასეირნებისას მეპატრონე ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული წესები!
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე ძაღლების გასეირნებასთან დაკავშირებული საინფორმაციო დაფები განათავსა.
ამჯერად, დაფები განთავსდა ვალენტი თოფურიძის, თევდორე მღვდლის, წერეთლის, გვეტაძის, აგლაძისა და მირცხულავას ქუჩებზე.
აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახელობის ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაბინძურებისა და გასეირნების წესის დარღვევების პრევენცია.
07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით.
ხოლო, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში ნებადართულია, მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით, ან მხოლოდ ალიკაპით, საბმელის გარეშეც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელითა და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია: