სიახლეები
05 მაისი
2023

მაშველებმა კატა ხიდან ამწის დახმარებით ჩამოიყვანეს

 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები მარჯანიშვილის ქუჩაზე კატას დაეხმარნენ, რომელიც 8-10 მეტრის ხიდან ჩამოსვლას გასული დღე-ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.



 მაშველებმა კატა ამწე კალათის მეშვეობით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და ბუნებრივ არეალში დააბრუნეს.



 შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.



 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.