სააგენტო შინაური ცხოველების მონიტორინგს განაგრძობს
სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფები პატრონიანი შინაური ცხოველების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ.
ამჟამად სააგენტოს ეკიპაჟები მეპატრონეების მიერ ცხოველების გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვას და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე პარკში, მათ შორის, მზიურის ბაღში ამოწმებენ.
სააგენტოს თანამშრომლები ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და შესაბამის საინფორმაციო ფლაერებს გადასცემენ.
აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გასეირნების წესების დარღვევებისა და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება.
07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით.
ხოლო, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში ნებადართულია, მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით, ან მხოლოდ ალიკაპით, საბმელის გარეშეც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელითა და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია: