პარკებში საინფორმაციო დაფები განთავსდა
ძაღლის გასეირნებისას მეპატრონე ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული წესები!
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ძაღლების გასეირნებასთან დაკავშირებული საინფორმაციო დაფები
ამჯერად იუნკერების, აზეულას, მაჩაბლის, სულხან-საბას ქუჩებზე მდებარე ბაღებსა და სკვერებში, ასევე, კოჯრის გზატკეცილზე განათავსა.
ამის პარალელურად, სააგენტოს ეკიპაჟები აღნიშნულ მისამართებზე მეპატრონეების მიერ გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვას და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას ინტენსიურ რეჟიმში ამოწმებენ.
სააგენტოს თანამშრომლები ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გასეირნების წესების დარღვევებისა და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება.
07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით.
ხოლო, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში ნებადართულია, მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით, ან მხოლოდ ალიკაპით, საბმელის გარეშეც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელითა და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია:
დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება.
აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა!
აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.
ცხოველების მეპატრონეების ვალდებულებების შესახებ იხილეთ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N7-28