სიახლეები
16 მაისი
2023

მაშველებმა მიუსაფარი ძაღლი საკანალიზაციო ჭიდან ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა სამშვილდის ქუჩაზე, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით 9-10 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან მიუსაფარი ძაღლი ამოიყვანეს. მოსახლეობის თქმით, ძაღლის ამოყვანას მოქალაქეები სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც დახმარებისთვის სააგენტოს მიმართეს.
 
შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.