სიახლეები
22 მაისი
2023

მაშველებმა 15 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა ამწე კალათით ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ცოტნე დადიანის ქუჩაზე დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა, ამწე კალათის დახმარებით, უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს.
 
 სამწუხაროდ, ხშირად ძაღლებისგან შეშინებული კატები, თავს ხეებზე ასვლით შველიან, თუმცა, საფრთხე რომ გადაივლის, ჩამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ.
 
 შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.
 
 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.