სიახლეები
22 მაისი
2023

შინაური ცხოველების მიმკედლებლების საყურადღებოდ!

შინაური ცხოველების მიმკედლებლების საყურადღებოდ!

 

თქვენი მიკედლებული ცხოველისთვის ცოფის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართეთ სააგენტოს.

 

სააგენტოს ეკიპაჟი მიკედლებულ და მიუსაფარ ცხოველებს ვაქცინაციას თავიანთი ბინადრობის არეალში უტარებს. ანტირაბიული ვაქცინაცია უფასოა!

 

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.

 

მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424.

 

ქუჩის ბინადარი ცხოველების ანტირაბიულ ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვაქცინაცია.

 

ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

აცერი და დაიცავი მოსახლეობისა და ცხოველების ჯანმრთელობა!