სააგენტო ორგანიზაცია Animal Rescue Sofia-სთან თანამშრომლობს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი ორგანიზაცია Animal Rescue Sofia-ს ხელმძღვანელს სვეტოსლავ პეტროვს შეხვდა და მუნიციპალურ თავშესაფარში მიმდინარე პროცესები გააცნო.
შეხვედრის განმავლობაში, მხარეებმა თბილისის და ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას თავშესაფრების მოწყობასა და ეფექტურად მუშაობის საკითხებზე ისაუბრეს, ასევე, გამოცდილება გაცვალეს დაავადებების კონტროლის მიმართულებით და სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლიბის გეგმა შეიმუშავეს.
,,ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პოპულაციების ეფექტურად მართვის, ასევე, ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ აქტიურად ვითანამშეომლოთ და გავიზიაროთ ყველა ის თანამედროვე მიდგომა, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს საქმიანობას. მნიშვნელოვანია, მუდმივად დავნერგოთ ახალი მიდგომები ვეტერინარული, სანიტარული, კინოლოგიური და ცხოველების ქცევის კორექციის მიმართულებით," - აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა.