სამუშაო შეხვედრები საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებთან
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა საქართველოში FAO-ს წარმომადგენლებთან, ასევე, ორგანიზაციების Mayhew International-ისა და Animal Rescue Sofia-ს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე მონაწილეებმა დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების დათვლის სტრატეგია და მეთოდები განიხილეს, ასევე, საქართველოში FAO-ს მიერ დანერგილ მიმდინარე პროექტზე - ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) დანერგვაზე ისაუბრეს.
ორგანიზაციების საერთო მიზანს წარმოადგენს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის დადგენა, კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა და მათი პოპულაციის ეფექტური, საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანური მეთოდებით მართვა, ამ მიზნისთვის საჭირო კომპლექსური და ეფექტური ღონისძიებების გატარება.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სააგენტოსა და Mayhew Georgia-ს ვეტერინარებმა უკვე ჩაატარეს ერთობლივი სამედიცინო პროცედურები, რომლის მიზანი ქირურგიული და თერაპიული გამოცდილების გაზიარება იყო.