მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა აფხაიძის მესამე შესახვევში, მე-9 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა.
მაშველებმა კნუტი სხვენიდან ჩაშვებული თოკებით, დაახლოებით 10-12 მეტრის სიღრმიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია!
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.