სიახლეები
10 ივნისი
2023

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადება

გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში მიუსაფარი ცხოველების მიმართ გამოვლენილ სისასტიკის შემთხვევებს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სასტიკად გმობს აღნიშნულ ფაქტებს.

შინაური ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობა არის არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების საყოფაცხოვრებო კულტურის ნაწილი, არამედ პასუხისმგებლობაც.

გვინდა, ყველას შევახსენოთ, რომ ცხოველებს აქვთ სიცოცხლისა და უსაფრთხოდ არსებობის უფლება და დაუშვებელია მათი ხელყოფა.

ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, სისხლის სამართლის დანაშაულია!!!

რაც შეეხება ცხოველებისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეს, ამგვარი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424.

თუ თქვენ შეესწარით ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტს, გთხოვთ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ცხოველების მეპატრონეების პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შესახებ იხილეთ - ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 2015 წლის 6 აპრილის N7-28 დადგენილება.