სიახლეები
09 ივნისი
2023

პროფესიული კოლეჯის სტუდენტების ვიზიტი თავშესაფარში

პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მუნიციპალური თავშესაფარის ხელმძღვანელს თორნიკე ჭრიკიშვილს შეხვდნენ და თავშესაფარში მიმდინარე პროცესებს გაეცნენ.
 
ვეტერინარის ასისტენტის კურსი თბილისის მერიის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელიც ვეტერინარული სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.
 
მუნიციპალურ თავშესაფარში სტუდენტების ვიზიტის მიზანი თავშესაფრის ექიმი-ვეტერინარების პრაქტიკის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო, რაც მათ სამომავლოდ პროფესიული მოვალეობების შესრულებასა და ვეტერინარიის სფეროში კომპეტენციების გაფართოებში დაეხმარებათ.