მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დიდ დიღომში, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით 5-6 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან მიუსაფარი ძაღლი ამოიყვანეს და ოდნავ მოშორებით, უსაფრთხო არეალში დააბრუნეს.
შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.