სიახლეები
23 ივნისი
2023

ვებინარი "პლატფორმა ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ ევროპის ქვეყნებისთვის"

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ონლაინ ვებინარებში მონაწილეობს.

ვებინარის სახელწოდებაა "პლატფორმა ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ ევროპის ქვეყნებისთვის".

ვებინარში მსოფლიოს 22 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ონლაინ შეხვედრების მომხსენებელი და მოდერატორი არის ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სუბრეგიონული წარმომადგენელი პაოლო დალლა ვილა, რომელიც ასევე არის ევროპის ვეტერინარიის სპეციალისტი ცხოველთა კეთილდღეობის მეცნიერებაში, ეთიკასა და სამართალში.

ვებინარის ფარგლებში შედგენილია ცხოველების პოპულაციის მართვის ორი რეგიონალური რუკა და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია, გავლენა მოახდინოს ძლიერი ქვეყნების ვალდებულებებზე და ხელი შეუწყოს ცხოველთა კეთილდღეობის მიმართულებით ერთიანი სამოქმედო გეგმის არსებობას; ასევე, ცხოველების პოპულაციის მენეჯმენტის მიმართულებით, დანერგოს რეგულარული თვითშეფასებისა და მონიტორინგის სისტემა.

ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არის სამთავრობოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს პარიზში და დაარსდა 1924 წელს, შემდეგი ძირითადი მიზნების შესასრულებლად: უზრუნველყოს გამჭვირვალობა ცხოველთა გლობალურ დაავადებებთან დაკავშირებით, შეაგროვოს და გაავრცელოს თანამედროვე ვეტერინარული სამედიცინო ინფორმაცია და ცხოველთა დაავადებების კონტროლის მიმართულებით ხელი შეუწყოს პროგრამებში ქვეყნების ჩართულობას.