გსურს შინაური ცხოველის აყვანა? შეავსე ჩვენი ელექტრონული ფორმა
გსურს შინაური ცხოველის აყვანა?
მაშინ შეავსე ჩვენი ელექტრონული ფორმა და დაელოდე შეტყობინებას!
შინაური ცხოველების აყვანის პროცესის გასამარტივებლად, ჩვენ შევქმენით ელექტრონული ფორმა, რომელიც ამ პროცესს უფრო მოქნილს გახდის და ხელს შეუწყობს ქუჩის ცხოველების დაბინავებას.
შეავსე განაცხადის ფორმა და აიყვანე ფისო ან ცუგო მუნიციპალური თავშესაფრიდან.
შინაური ცხოველის ყოლა პოზიტიურ გავლენას ახდენს ოჯახურ გარემოსა და ურთიერთობებზე. ცხოველზე მზრუნველობა დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებასა და მცირეწლოვან ასაკში ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.
ამავდროულად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცხოველის აყვანა მნიშვნელოვან პასუხისმგებლობასა და მოვალეობებთან არის დაკავშირებული.