სიახლეები
29 ივნისი
2023

მაშველებმა კორპუსის რკინის კონსტრუქციაში ჩავარდნილი კნუტები გადაარჩინეს

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ამაღლების ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის რკინის კონსტრუქციაში ჩავარდნილი კნუტები გადაარჩინეს. მაშველებმა კნუტების მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და ერთ-ერთი ბინის თაბაშირ-მუყაოს კედლის გამოჭრის შემდეგ, უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

 

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან