სიახლეები
03 ივლისი
2023

საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია კომპანიონი ცხოველების სტერილიზაციის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მნიშვნელობასა და პატრონების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
 
აღნიშნულ აქტივობაში ჩაერთო კერძო კომპანია "ზოოარეა", რომლის თექვსმეტივე ფილიალში სააგენტომ საინფორმაციო ხასიათის პოსტერები განათავსა. ამასთან, კომპანია იღებს სამოქალაქო პასიხისმგებლობას, რომ აღნიშნულ საკითხებზე გაავრცელოს ინფორმაცია და აწარმოოს სწორი კომუნიკაცია თავის მომხმარებლებთან.
 
სააგენტო შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული მომსახურების განმახორციელებელ სუბიექტებს - ვეტერინარულ კლინიკებს, აფთიაქებს, ზოო მაღაზიებსა და სხვა, მოგმართავთ თხოვნით, მონაწილეობა მიიღოთ საინფორმაციო კამპანიაში და ხელი შეუწყოთ შინაური ცხოველების კეთილდღეობის ხარიხის გაუმჯობესებას.