სიახლეები
12 ივლისი
2023

ძაღლებისთვის სპეციალური გასასეირნებელი სივრცეები მოეწყო

თბილისის მერიის ინიციატივით, ცხოველების მეპატრონეების მხარდაჭერის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე ძაღლებისათვის სპეციალური გასასეირნებელი სივრცეები მოეწყო.

მსგავსი სივრცეების მოწყობის სამუშაოები გარკვეულ მისამართებზე ამჟამადაც მიმდინარეობს, რიგ მისამართებზე კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გასასეირნებელი სივრცეების მისამართებია:

გლდანის რაიონი:

გლდანის მეხუთე მიკრორაიონი, N17-24 კორპუსებს შორის მდებარე სკვერი;

პროექტი განხორციელდა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ.

გლდანის მეექვსე მიკრორაიონი, N7-20 კორპუსებს შორის მდებარე პარკი;

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონი, N19 კორპუსთან მდებარე პარკი;

პროექტი განხორციელდა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ.

გლდანის მერვე მიკრორაიონი, N23, N11, N9, N6 კორპუსებს შორის მდებარე სკვერი;

პროექტი განხორციელდა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ.

ლიბანის ქუჩა N5-ის მიმდებარედ (დაგეგმილი);

პროექტი განხორციელდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.

ნაძალადევის რაიონი:

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი;

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.

თბილისის ზღვის უბნის პარკი (ე.წ. თემქის ხევის პარკი) - (დაგეგმილი);

პროექტი განხორციელდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.

ვაკის რაიონი:

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის N55-ის მიმდებარედ;

პროექტი განხორციელდა ვაკის რაიონის გამგეობის მიერ.

ვაკის პარკი;

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.

მზიურის პარკი (დაგეგმილი);

პროექტი განხორციელდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.

ნიკოლოზ ყიფშიძის N2-4-თან მდებარე სკვერი (მიმდინარე);

პროექტი ხორციელდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ.

ილია ჭავჭავაძის გამზირი N75-ის მიმდებარედ არსებული დასასვენებელი სივრცე (მიმდინარე);

პროექტი ხორციელდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ.

საბურთალოს რაიონი:

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი;

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.

იოანე პეტრიწის ქუჩა N9ა-ს მიმდებარედ;

პროექტი განხორციელდა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ.

დიდი დიღომი, მესამე მიკრორაიონი, კორპუსი N3-ის მიმდებარედ

პროექტი განხორციელდა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ

კრწანისის რაიონი:

ფონიჭალა 3, კორპუსები N2-3-7-9-11-ის მიმდებარე სკვერი (მიმდინარე);

პროექტი ხორციელდება კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ.

დიდუბის რაიონი:

დიღმის მასივის მეოთხე კვარტალი, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;

პროექტი განხორციელდა დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ.

აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N1-ის მიმდებარედ;

პროექტი განხორციელდა დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ.

კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერი (დაგეგმილი);

პროექტი განხორციელდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.

ისნის რაიონი:

არტურ ლაისტის N3-5-7-9 კორპუსების მიმდებარე სკვერი;

პროექტი განხორციელდა ისნის რაიონის გამგეობის მიე,რ

სამგორის რაიონი:

ვარკეთილი 3, IIIა მიკრორაიონი, N325-ე კორპუსის მიმდებარე სკვერი;

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.

ვარკეთილის ხევის პარკი;

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N162-თან მდებარე სკვერი;

პროექტი განხორციელდა სამგორის რაიონის გამგეობის მიერ.

ვაზისუბნის დასახლება, IV მიკრორაიონში მდებარე პარკი (დაგეგმილი);

პროექტი განხორციელდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ.