სიახლეები
17 ივლისი
2023

ეკიპაჟები გასეირნების წესების დაცვის მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებმა ვაკის პარკში პატრონიანი შინაური ცხოველების გასეირნების მონიტორინგი განახორციელეს.

სააგენტოს ეკიპაჟები გასეირნების წესების დაცვის მონიტორინგს დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ და მოქალაქეებს ცხოველის გასეირნების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ახლად ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციას აწვდიან.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიმდინარე წლის 28 ივლისს შესული ცვლილებების მიხედვით:
„ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.

07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით.
ხოლო 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში ნებადართულია მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით, ან მხოლოდ ალიკაპით, საბმელის გარეშეც.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელითა და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.

მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ მოქალაქეების დროული ინფორმირება, რასაც სააგენტო საინფორმაციო ღონისძიებებით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.