სიახლეები
25 ივლისი
2023

ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა გლდანის ა მიკრორაიონში, მე-60 კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა.
 
მაშველებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების დახმარებით, ის უსაფრთხოდ ამოიყვანეს და დედა კატასთან დააბრუნეს.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.