საინფორმაციო კამპანია გრძელდება
ცხოველების სტერილიზაციისა და რეგისტრაციის მნიშვნელობის, ასევე პატრონების პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვეტერინარული კლინიკების, ვეტ. აფთიაქების, ზოომაღაზიებისა და ცხოველების სალონების ჩართულობით, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
კამპანიის ფარგლებში, სააგენტო აღნიშნულ დაწესებულებებში საინფორმაციო ხასიათის პოსტერებს ანთავსებს. ამასთან, ბიზნეს სუბიექტები თავიანთ მომხმარებლებთან აღნიშნულ საკითხებზე სწორი კომუნიკაციის წარმოებაშიც ჩაერთვებიან.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, განახორციელოს ცხოველის იდენტიფიკაცია (ჩიპირება) და რეგისტრაცია, ასევე, შერეული ჯიშის ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს ცხოველის სტერილიზაცია.
შეგახსენებთ, რომ სტერილიზაცია-კასტრაცია სასარგებლოა თავად ცხოველის ჯანმრთელობისთვის, რადგან:
პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას - მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს;
დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას;
შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს;
დაგიზოგავთ თანხას - ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება