სიახლეები
08 სექტემბერი
2023

სააგენტომ მიუსაფარ ძაღლს სახლი დაუდგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თამარაშვილის ქუჩაზე მიუსაფარ ძაღლს ხის სახლი დაუდგა.

ბობი ქუჩის მძიმე პირობებში ბინადარი ერთ-ერთი ძაღლია, რომელსაც ასევე მძიმე ისტორია აქვს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მასზე კეთილმა ადამიანმა და ელიზბარაშვილის თავშესაფარმა იზრუნა. ამჟამად ბობი თავს უკეთ გრძნობს და ახალ სახლშიც დაბინავდა.

მოგეხსენებათ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ძირითადი მოვალეობა სტერილიზაცია-კასტრაციაა. თუმცა, სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს მოიძიოს რესურსი ცხოველების კეთილდღეობისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.

ეს აქტივობები, რა თქმა უნდა, ვერ მოიცავს ყველა მიუსაფარ ცხოველს, თუმცა, საზოგადოების ცხოველების მოყვარული ნაწილის ჩართულობით, ვფიქრობთ, მათი ყოფა შედარებით გაუმჯობესებულია.

სააგენტო საჯარო და კერძო სექტორს ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში ჩართულობისაკენ მოგიწოდებთ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.