სიახლეები
18 სექტემბერი
2023

დაირეგისტრირეთ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში და გაასტერილეთ უფასოდ.

შინაური ცხოველების მეპატრონეების საყურადღებოდ!
 
დაირეგისტრირეთ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში და გაასტერილეთ უფასოდ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განაახლა შეთავაზება პატრონიანი ცხოველებისათვის, რომლის მიხედვით, მეპატრონეებს 14 სექტემბრიდან შესაძლებლობა ეძლევათ, თავშესაფარში რეგისტრაციის შემთხვევაში, უფასოდ გაასტერილონ თავიანთი ცხოველები.
მეპატრონეებს, რომელთაც სურთ აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა, წინასწარ უნდა მიმართონ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ნომერზე -  032 2 421 171
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.
არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას პატრონი ვალდებულია, ასევე, მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს ცხოველისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. იდენტიფიკაციის საშუალებაა ჩიპირება, რომლის დროს ხდება ცხოველის კანქვეშ ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროჩიპის მოთავსება. მასზე დატანილია აღნიშნული ინდივიდუალური ნომერი.
სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში მყოფი ცხოველის იდენტიფიკაციის (ჩიპირების) საფასური მუნიციპალურ თავშესაფარში 19 ლარს შეადგენს, ხოლო რეგისტრაცია უფასოა.
 
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ, ასევე, სავალდებულოა შერეული ჯიშის (მეტისი) შინაური ცხოველის სტერილიზაცია.
 
 სტერილიზაცია/კასტრაცია სასარგებლოა თავად ცხოველისთვის, რადგან:
 
 პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას - მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
 
 მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს;
 
 დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას;
 
 ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს;
 
 დაგიზოგავთ თანხას - ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება.
 
 გაასტერილეთ თქვენი ცხოველი. ერთად შევუწყოთ ხელი დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას.