სიახლეები
01 ნოემბერი
2023

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მოხუცი იაგდტერიერი გადაარჩინეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მოხუცი იაგდტერიერი გადაარჩინეს.

როგორც ჩანს, მტკვარში ჩავარდნის შემდეგ, ძაღლი დინებამ წაიღო და შედარებით წყალმარჩხ ნაპირზე გამორიყა.

მაშველები მდინარეზე თოკებით დაეშვნენ, დასუსტებული და შეციებული ცუგა უსაფრთხოდ ამოიყვანეს და დახმარებისთვის თავშესაფარში გადაიყვანეს.

ძაღლს, მისი ვიზუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჰყავდეს პატრონი, ამიტომ მას თავშესაფარში სავარაუდოდ დაკარგულის სტატუსი მიენიჭა.

მოხუცი იაგდტერიერი პატრონის გამოჩენას თავშესაფარში 10 დღის განმავლობაში დაელოდება, ხოლო, ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ პატრონი არ გამოჩნდა, მისთვის ახალი ოჯახის ძებნას შევუდგებით.