თავშესაფარში კიდევ ერთი უსინათლო ცუგა ელოდება ახალ პატრონს
კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაერთიანდეთ იმ არსებისთვის, რომელსაც თქვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
თავშესაფარში კიდევ ერთი უსინათლო ცუგა გვყავს, რომელიც, როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით ჯერ ქუჩაში მოხვდა, შემდეგ კი მანქანა დაეჯახა.
ახლა ეს მოსიყვარულე გოგო ჩვენი მზრუნველობის ქვეშ არის და რეაბილიტაციას თავშესაფარში გადის. მაგრამ, როგორც იცით, ის თავშესაფარში სამუდამოდ ვერ დარჩება და ვერც ქუჩის მკაცრ პირობებს გადაურჩება.
ამიტომ, გვინდა, ვუპოვოთ ადამიანი, ვინც მასზე იზრუნებს და თბილ ოჯახს აჩუქებს. რაც შეეხება თვითონ მას, ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა. ამასთანავე, ძალიან გონიერია, გაწვრთნილი და სხვა ძაღლების მსგავსად აქტიური.
ის ახალი პატრონის გამოჩენას თავშესაფარში დაელოდება.