სიახლეები
20 ოქტომბერი
2023

უსინათლო ცუგოს სასწაულის მქმნელი ადამიანი გამოუჩნდა

როგორც ამბობენ, სიკეთე შეუფასებელია, მაგრამ დაფასება შესაძლებელია, თუნდაც სიტყვით.

ჩვენს კეთილ და მოსიყვარულე უსინათლო ცუგოს სასწაულის მქმნელი ადამიანი გამოუჩნდა. დღეს ცუგამ თავშესაფარი დატოვა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასტუმრო დოგ ინნ-ში, ყოველგვარი სტრესის გარეშე, მუდმივი ყურადღების, მზრუნველობისა და სიყვარულის პირობებში იცხოვრებს.

სასტუმროში დარჩება მანამ, სანამ მასზე მზრუნველი ადამიანი მას საიმედო და კეთილსინდისიერ, ახალ პატრონს ჩააბარებს.

 სასტუმრო დოგ ინნში იცხოვრებს კიდევ ერთი თავშესაფრიდან წაყვანილი მოხუცი ცუგა, რომლის ახალ ოჯახში დაბინავებაზეც, ასევე, სასტუმრო ზრუნავს.