პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ!
პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ!
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქის სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება განაახლა.
გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;
ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
გაკვეთილის მსვლელობისას, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ და ერთმანეთს პირად გამოცდილებას გაუზიარებენ.
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისათვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, სააგენტო სერტიფიკატებს გადასცემს და მიანიჭებს სტატუსს - ,,ცხოველების მეგობარი“.
პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დარეკეთ ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.
გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ! ერთად შევუწყოთ ხელი მოზარდებში ცხოველებისადმი ჯანსაღი და ჰუმანური განწყობის ჩამოყალიბებას.