სიახლეები
12 ოქტომბერი
2023

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეპატრონეების საყურადღებოდ!

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეპატრონეების საყურადღებოდ!

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცვლილებები შეიტანა დედაქალაქში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესში (დადგენილება N20-93) რომლის მიხედვითაც:

პირუტყვის ყოფნისთვის აკრძალული ტერიტორია მოიცავს დედაქალაქის რუკაზე წითელი ფერით მონიშნულ ზონებს და მის მომიჯნავე ტერიტორიებს 20 მეტრის რადიუსით. (იხილეთ რუკა)

აღნიშნულ წითელ ზონებში პირუტყვის დაფიქსირების შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ხოლო უმეთვალყურეოდ დატოვებული პირუტყვი ექვემდებარება მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანას.

ნუ დატოვებთ თქვენს საკუთრებაში მყოფ პირუტყვს უმეთვალყურეოდ. ეს საფრთხის შემცველია, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე თავად ცხოველებისათვის, რადგან:

მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი;
ხშირია მწვანე ნარგავების განადგურებისა და ტერიტორიების დაბინძურების შემთხვევები;
მაღალია ცხოველის დაკარგვის ან მოპარვის რისკი.

დედაქალაქში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-93. იხილეთ ბმული: http://ama.gov.ge/…/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1…

პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რომელიც ითვალისწინებს მეპატრონის დაჯარიმებას.

დედაქალაქის წითელ ზონაში პირუტყვის შემჩნევის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424