სიახლეები
10 ოქტომბერი
2023

მაშველებმა ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გლდანის მერვე მიკრორაიონში, მე-12 კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და დააბრუნეს დედა კატასთან, რომელიც სამაშველო ღონისძიების ჩატარებისას მაშველებს წუთითაც არ მოსცილებია.

განსაცდელში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.