მუნიციპალურ თავშესაფარში მყოფი ცხოველების გასეირნების აქცია გრძელდება
მუნიციპალურ თავშესაფარში მყოფი ცხოველების გასეირნების აქცია გრძელდება.
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არაერთი დაკარგული და პატრონის მიერ ჩაბარებული ცხოველი ხვდება, რომლებისთვისაც სოციალიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, მოინახულეთ და გაასეირნეთ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში შაბათ-კვირას 11:00-დან 13:00 საათამდე.
ცხოველების გასეირნება თავშესაფრის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ ხდება.
გასეირნებისას უზრუნველყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, გთხოვთ, დარეკეთ თავშესაფარში ნომერზე - 032 2 421 171