სიახლეები
06 ოქტომბერი
2023

მაშველებმა 15 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დავით გურამიშვილის ჩიხი N9-ში დაახლოებით 15 მეტრის ხიდან კატა უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს.

სამწუხაროდ, ხშირად ძაღლებისაგან შეშინებული კატები, თავის დაცვის მიზნით ხეებზე ადიან, მაგრამ იქიდან ჩამოსვლას რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგაც ვერ ახერხებენ.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.