სიახლეები
04 ოქტომბერი
2023

თავშესაფარში შემოსულ ცხოველებს ახალი, კომფორტული საწოლები აქვთ

თავშესაფარში შემოსულ ცხოველებს ახალი, კომფორტული საწოლები აქვთ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწოლები სპეციალურად თავშესაფრის ცუგებისთვის დაამზადა და თავშესაფარს გადასცა ,,ზაქარას კეთილმა მანქანამ". საწოლები ნესტგამძლე, უჟანგავი, იოლად დეზინფექცირებადი და თბოეფექტურია.

მადლობა ცხოველების დახმარებისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ზაქარას კეთილი მანქანა / SAPG-Stray Animals Project in Georgia