სიახლეები
03 ოქტომბერი
2023

შინაური ცხოველების მეპატრონეების საყურადღებოდ!

შინაური ცხოველების მეპატრონეების საყურადღებოდ!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განაგრძობს სტერილიზაციის უფასო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, მეპატრონეებს შესაძლებლობა აქვთ თავშესაფარში რეგისტრაციის შემთხვევაში, უფასოდ გაასტერილონ თავიანთი ცხოველები.

თუ გსურთ, ისარგებლოთ აღნიშნული შეთავაზებით, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდით მუნიციპალურ თავშესაფარს ნომერზე - 032 2 421 171გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში მყოფი ცხოველის იდენტიფიკაციის (ჩიპირების) საფასური მუნიციპალურ თავშესაფარში 19 ლარს შეადგენს, ხოლო რეგისტრაცია უფასოა.

სტერილიზაცია/კასტრაცია სასარგებლოა თავად ცხოველისთვის, რადგან:

პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას - მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს;
დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას;
ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს;
დაგიზოგავთ თანხას - ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება.

გამოიყენეთ სააგენტოს შეთავაზება და გაასტერილეთ თქვენი ცხოველები. ერთად შევუწყოთ ხელი დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას.