სიახლეები
26 სექტემბერი
2023

მაშველებმა 6 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან მიუსაფარი ძაღლი ამოიყვანეს და თავის ბინადრობის არეალში დააბრუნეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გურამიშვილის ქუჩაზე, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით 6 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭიდან მიუსაფარი ძაღლი ამოიყვანეს და თავის ბინადრობის არეალში დააბრუნეს.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.