სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა.
სახლები დაიდგა ქეთევან წამებულისა და გმირ კურსანტთა ქუჩებზე, ვაჟა ფშაველას მე-4 კვარტალში, წყნეთსა და მუხიანის მე-2 მიკროში.
სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტო საჯარო და კერძო სექტორს ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში ჩართულობისაკენ მოგიწოდებთ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.