სიახლეები
27 ნოემბერი
2023

სააგენტო მიუსაფარი ცხოველების ანტირაბიულ ვაქცინაციას განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ვარკეთილის, ვაზისუბნისა და აფრიკის მიუსაფარ ცხოველებს ჩაუტარა.

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.
ქუჩის ბინადარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველისთვის ყოველწლიური აცრის ჩატარება.

სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.

ასევე, სააგენტო მეპატრონეებს საკუთარი ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა არა მხოლოდ ცხოველის, არამედ მეპატრონის ჯანმრთელობისათვის.

ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424