დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მენეჯმენტის კოლაბორაციული საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, "მეიჰიუ საქართველოსთან" ერთად, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მენეჯმენტის კოლაბორაციული საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გუნდი კონკრეტული ტერიტორიიდან მიუსაფარ ძაღლებს "მეიჰიუ საქართველოს" საქველმოქმედო კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციის მიზნით გადაიყვანს, სადაც მათ ასევე შეუმოწმებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩაუტარებენ ვაქცინაციას, დაამუშავებენ პარაზიტებზე და თავის საცხოვრებელ არეალში დაბრუნებამდე, ყურზე საჭდის დამაგრებით მოახდენენ მათ იდენტიფიკაციას.
ამჟამად მიუსაფარი ცხოველები კლინიკაში გადაყვანილი იქნებიან "მეიჰიუ საქართველოს" მიმდებარე ცხელი წერტილებიდან, რომლებიც დადგინდა ამავე ორგანიზაციის გუნდის მიერ, ბოლო ხანებში ჩატარებული პოპულაციის დათვლის პროექტის შედეგად.