სოციალური კამპანია: ვზრუნავ მიუსაფარზე
თუ მეგობრობ ქუჩის ბინადარ ცხოველებთან და ზრუნავ მათზე, შემოეურთდი კამპანიას, გააზიარე შენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველის ან ცხოველების ისტორია და მიიღე მათთვის განკუთვნილი საჩუქრები.
გააზიარე მიუსაფარ ცხოველზე (ან ცხოველებზე) ზრუნვის ისტორია და დაურთე ფოტო ან ვიდეო.
მონიშნე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფეისბუქ გვერდი
პოსტის ბმული გამოგვიგზავნე სააგენტოს ინბოქსში
სოციალური კამპანია -
#ვზრუნავმიუსაფარზე მიზნად ისახავს მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას, დახმარებას და ამ მიზნით საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის კონსოლიდაციას. ასევე, ქუჩის ცხოველებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებას.
კამპანიაში ჩართული მხარეები იქნებიან, ერთი მხრივ, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ქუჩის ბინადრებზე და, მეორე მხრივ, ბიზნეს სუბიექტები, რომლებსაც გეძლევათ საშუალება, გამოხატოთ მხარდაჭერა ამ ადამიანების საქმიანობისადმი.
კამპანია 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ყველაზე დიდი გამოხმაურების (მოწონებისა და გაზიარების) მქონე პოსტების ავტორებს მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის კერძო სექტორის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ.
სოციალურ კამპანიაში ჩართვის სურვილის მქონე ბიზნეს სუბიექტებმა მოგვმართეთ - 577945501