სიახლეები
15 დეკემბერი
2023

სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სოფელ გლდანში და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა.

სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.

მოგეხსენებათ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ძირითადი მოვალეობა სტერილიზაცია-კასტრაციაა. თუმცა, სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს მოიძიოს რესურსი ცხოველების კეთილდღეობისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად.

ეს აქტივობები, რა თქმა უნდა, ვერ მოიცავს ყველა მიუსაფარ ცხოველს, თუმცა, საზოგადოების ცხოველების მოყვარული ნაწილის ძალისხმევით მათი ყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

სააგენტო საჯარო და კერძო სექტორს ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში ჩართულობისაკენ მოგიწოდებთ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.