სოციალურ კამპანიას ,,ვზრუნავ მიუსაფარზე“ კერძო კომპანია ,,ბიოვეტი" შემოუერთდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სოციალურ კამპანიას ,,ვზრუნავ მიუსაფარზე“ კერძო კომპანია ,,ბიოვეტი" შემოუერთდა, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე ადამიანებს, მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცუგებისა და ფისოებისთვის განკუთვნილ საკვებს გადასცემს.
ბიოვეტის მიერ გადმოცემული საკვები კამპანიის პირობების მიხედვით განაწილდება.
გააზიარე მიუსაფარ ცხოველზე (ან ცხოველებზე) ზრუნვის ისტორია და დაურთე ფოტო ან ვიდეო.
მონიშნე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფეისბუქ გვერდი.
პოსტის ბმული გამოგვიგზავნე სააგენტოს ინბოქსში.
სოციალური კამპანია -
#ვზრუნავმიუსაფარზე მიზნად ისახავს მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას, დახმარებას და ამ მიზნით საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის კონსოლიდაციას. ასევე, ქუჩის ცხოველებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებას.
კამპანია 5 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ყველაზე დიდი გამოხმაურების (მოწონებისა და გაზიარების) მქონე პოსტების ავტორებს მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის კერძო სექტორის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ.
სოციალურ კამპანიაში ჩართვის სურვილის მქონე ბიზნეს სუბიექტებმა მოგვმართეთ - 577945501