სიახლეები
28 დეკემბერი
2023

სოციალურ კამპანიაში - #ვზრუნავმიუსაფარზე ჩართული მოქალაქეებისთვის კერძო კომპანიების მიერ დაწესებული საჩუქრების გადაცემა დაიწყო.

სოციალურ კამპანიაში - #ვზრუნავმიუსაფარზე ჩართული მოქალაქეებისთვის კერძო კომპანიების მიერ დაწესებული საჩუქრების გადაცემა დაიწყო.

დღეს მონაწილეებს მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები კომპანია "ბევიტალი საქართველოსგან" გადაეცათ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კომპანიების მიერ დაწესებულ საჩუქრებს უახლოეს დღეებში კამპანიის ყველა მონაწილეს მიუტანს.

სოციალური კამპანია - #ვზრუნავმიუსაფარზე მიზნად ისახავს მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას, დახმარებას და ამ მიზნით საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის კონსოლიდაციას. ასევე, ქუჩის ცხოველებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებას.

სააგენტო მადლობას უხდის სოციალურ კამპანიაში ჩართულ ყველა მხარეს მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.