სოციალურ კამპანიაში მონაწილეებს , ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისგან ხის სახლები, ხოლო კომპანია "ზოომარტისგან" საკვები გადაეცათ.
სოციალური კამპანიის „ვზრუნავ მიუსაფარზე“ მონაწილეებს, მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის, კამპანიის პირობების მიხედვით, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისგან ხის სახლები, ხოლო კომპანია "ზოომარტისგან" საკვები გადაეცათ.
კამპანიის ფარგლებში მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დადგმა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სასკოლო საზოგადოებამ დააორგანიზა. გარდა აღნიშნული ღონისძიებისა, სკოლა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მიუსაფარი ცხოველების პირობების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
სააგენტო აგრძელებს კამპანიაში ჩართული ყველა ადამიანისთვის საჩუქრების გადაცემას.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის სოციალურ კამპანიაში ჩართულ ყველა მხარეს მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.