სოციალურ კამპანიაში - #ვზრუნავმიუსაფარზე ჩართული მოქალაქეებისთვის კერძო კომპანიების მიერ დაწესებული საჩუქრების გადაცემა გრძელდება.
სოციალურ კამპანიაში -
#ვზრუნავმიუსაფარზე ჩართული მოქალაქეებისთვის კერძო კომპანიების მიერ დაწესებული საჩუქრების გადაცემა გრძელდება.
კომპანია ზოოპლიუსისგან და ბიოვეტისგან მონაწილეებს მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები და ანტიპარაზიტული საშუალებები გადაეცათ.
სოციალური კამპანია -
#ვზრუნავმიუსაფარზე მიზნად ისახავს მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას, დახმარებას და ამ მიზნით საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის კონსოლიდაციას. ასევე, ქუჩის ცხოველებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებას.
სააგენტო მადლობას უხდის სოციალურ კამპანიაში ჩართულ ყველა მხარეს მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.