სიახლეები
29 დეკემბერი
2023

სოციალურ კამპანიაში მონაწილეებს , ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისგან ხის სახლები, ხოლო კომპანია "ზოოპლიუსისგან" საკვები გადაეცათ.

კერძო კომპანიამ ,,ფოლადის სახლი“ სოციალური კამპანიის „ვზრუნავ მიუსაფარზე“ მონაწილეებს, მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის, სხვადასხვა მისამართზე ხის სახლები დაუდგა, ხოლო, კომპანიამ ,,ზოოპლიუსი“ საკვები გადასცა.

აღნიშნული სოციალური კამპანია 5 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა, რომლის პირობების მიხედვითაც მონაწილეებს სოციალურ ქსელში უნდა გაეზიარებინათ თავიანთი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველების ისტორია.

სოციალური კამპანია - #ვზრუნავმიუსაფარზე მიზნად ისახავდა მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას, დახმარებას და ამ მიზნით საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის კონსოლიდაციას. ასევე, ქუჩის ცხოველებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებას.

კამპანიაში ჩართული მხარეები იყვნენ, ერთი მხრივ, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ქუჩის ბინადრებზე და, მეორე მხრივ, ბიზნეს სუბიექტები, რომლებსაც მიეცათ საშუალება, გამოეხატათ მხარდაჭერა ამ ადამიანების საქმიანობისადმი.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის სოციალურ კამპანიაში ჩართულ ყველა მხარეს მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.