სოციალურ კამპანიაში მონაწილეებს კომპანია ,,ზოოარეამ“- სასაჩუქრე ვაუჩერები, კომპანია ,,ზოომარტმა“ - საკვები, ხოლო კომპანია ,,ზოოსტაილმა“დასაწოლი ბალიში გადასცეს.
მოქალაქეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სოციალურ კამპანიაში -
#ვზრუნავმიუსაფარზე კერძო კომპანიებისგან საჩუქრები გადაეცათ.
მონაწილეებს მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის კომპანია ,,ზოოარეამ“- სასაჩუქრე ვაუჩერები, კომპანია ,,ზოომარტმა“ - საკვები, ხოლო კომპანია ,,ზოოსტაილმა“დასაწოლი ბალიში გადასცეს.
სოციალური კამპანია - ,,ვზრუნავ მისაფარზე“ 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა. კამპანიის პირობების მიხედვით, მოქალაქეებს ამ პერიოდში ჰეშთეგის
#ვზრუნავმიუსაფარზე გამოყენებით, თავიანთ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის ისტორია უნდა გაეზიარებინათ.
სოციალური კამპანია -
#ვზრუნავმიუსაფარზე მიზნად ისახავდა მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას, დახმარებას და ამ მიზნით საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის კონსოლიდაციას, ასევე, ქუჩის ცხოველებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებას.
სააგენტო მადლობას უხდის სოციალურ კამპანიაში ჩართულ ყველა მხარეს მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.