სიახლეები
22 იანვარი
2024

თანამშრომლობა ,, ვეტ ჰაუსთან "

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვეტერინარულ კლინიკა „ვეტ ჰაუსთან“, ურითიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივ პროექტს ახორციელებს, რომელიც სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების ერთობლივად ჩატარებასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. პროექტი ასევე მოიცავს საჭიროების შემთხვევაში, ტრავმირებულ ცხოველებთან დაკავშირებით დახმარებას და მათთვის გადაუდებელი მომსახურების გაწევას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ვეტერინარული კლინიკა ,,ვეტ ჰაუსის“ დამფუძნებელმა და მთავარმა ექიმმა დმიტრო იარემენკომ, სტაციონარის ექიმმა-ვეტერინარმა და ზოოტექნიკოსებმა მოინახულეს და სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად სამომავლო ღონისძიებები დაგეგმეს.