სიახლეები
23 იანვარი
2024

სააგენტოს მაშველებმა სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მუხიანის პირველ მიკრორაიონში, მე-7 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს, რომლის დასახმარებლად სააგენტოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.

მაშველებმა, პირველ რიგში, ცხოველის მდებარეობა განსაზღვრეს, ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობით ერთ-ერთი კედელი გამოანგრიეს და 6-საათიანი მუშაობის შემდეგ, კატა უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

საფრთხეში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.