სიახლეები
06 თებერვალი
2024

მონიტორინგის სააგენტომ საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩაატარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების შესახებ მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩაატარა, რომელსაც საშუალო საფეხურის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად დაესწრნენ.

შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე იმსჯელეს და მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;

მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;

მიუსაფარი ცხოველების გამრავლების ძირითადი წყაროები და გამოწვევებთან გამკლავების გზები;

მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.

შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები;

რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;

პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემა;

როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;

ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;

რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;

აღნიშნული სკოლა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად სხვადასხვა აქტივობას პერიოდულად ახორციელებს, მათ შორის, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოებამ დედაქალაქის მასშტაბით 10 მისამართზე მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები განათავსა.

პროექტის მიზანია მოზარდებში სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება, შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.